მობილურმა ოპერატორმა „ვიონი საქართველო“ , საერთაშორისო ჯგუფი „ვიონი“-ს წევრმა, ორთაჭალაში, გორგასლის #39-ში ახალი მაღაზია გახსნა. მაღაზია, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მიიღოს ბილაინის ყველა მომსახურება და შეიძინოს სხვადასხვა პროდუქტი და მოწყობილობა.მაღაზიაში მომხმარებლებს შეუძლიათ სიმ ბარათების შეძენა, სასურველი პაკეტების გააქტიურება და სხვა საკითხებზე ამომწურავი ინფორმაციის მიღება. აქვე წარმოდგენილია სმარტფონები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები. ბილაინი მსოფლიოში ცნობილი ისეთი ბრენდების ავტორიზებული პარტნიორია, როგორებიცაა: Apple, Huawei, Alcatel, Meizu, Xiaomi და მათ პროდუქტებს საუკეთესო პირობებით სთავაზობს მომხმარებელს.