09:31
3 ივნისი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
"ბილაინი" თბილისის ორი საავადმყოფოს მედპერსონალის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს
08-04-2020

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრმა კომპანია ბილაინმა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრისა და აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამედიცინო პერსონალის სამსახურში უფასო ტრანსპორტირება დაიწყო. მედპერსონალის გადაადგილებას ბილაინი დაქირავებული სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით უზრუნველყოფს.

ყოველი მგზავრობის დასრულებისთანავე სატრანსპორტო საშუალებებს უტარდება დეზინფექცია და ამასთანავე მგზავრების გადაყვანაც განისაზღვრება სახელმწიფოს დადგენილების შესაბამისად.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბილაინმა ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევების აღმოჩენისთანავე დაიწყო ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებიების გატარება და ამას დღესაც აქტიურად განაგრძობს, უფრო კონკრეტულად კი ბილაინი იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც სრულად გადავიდა სახლიდან დისტანციურ მუშაობის რეჟიმზე, მათ შორის დისტანციურად მუშაობს ბილაინის სატელეფონო ცენტრიც.
ამასთანავე მიუხედავად იმისა, რომ ბილაინის ყველა მაღაზია დაკეტილია, მომხმარებელს მაინც შეუძლია ნებისმიერი მომსახურების მიღება ციფრული არხების მეშვეობით, მათ შორის აპლიკაციით, ვებგვერდის ონლაინ ჩატით და სატელეფონო ცენტრით.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ბილაინმა საზღვარგარეთ დარჩენილ 2500 მდე აბონენტებზეც იზრუნა და მათ შეუფერხებელი კავშირის უზრუნველყოფისთვის როუმინგში საჩუქრად ინტერნეტის პაკეტი ჩაურიცხა.

AutoPlay
2020 წელს საფრანგეთის ეკონომიკა 11%-ით შემცირდება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ფინანსთა სამინისტროს აუქციონზე 50 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
საქართველოში სოციალური უთანასწორობა არ შეცვლილა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
საქართველოდან თხილის ექსპორტი გაიზარდა - Top-3 ქვეყანა, სადაც ქართული თხილი გადის
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
მთავრობის პროგნოზით, ეკონომიკა გაჯანსაღებას 2021 წლიდან დაიწყებს
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
საქართველო აზიის განვითარების ბანკისგან 92 302 000 ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს მიიღებს
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები