მიმდინარე წლის მაისში მობილურმა კავშირმა ბილაინმა წამოიწყო ახალი კამპანია - "ბილაინი ასწორებს", რომლის ფარგლებშიც თავისი მომხმარებლებისთვის მოკლე ვიდეო მესიჯებით სხვადასხვა სიტუაციაზე ამახვილებს ყურადღებას. ყველა მათგანში ჩანს თუ როგორ ასწორებს ბილაინი - ანუ, რამდენად კარგი და გამოსადეგია.
გარდა იმისა რომ ბილაინი ასწორებს, ანუ მაგარია, ის ფიზიკურადაც ასწორებს - ანუ, აქტიურად მიმდინარეობს ქსელში არსებულ ხარვეზების აღმოფხვრა. კომპანია მომსახურების გაუმჯობესებაზე ზრუნვის პროცესშია და ამაში თავად გენერალური დირექტორი ანჯეი მალინოვსკია ჩართული.აბონენტებისთვის ბილაინთან ურთიერთობა კიდევ უფრო მარტივდება, ბილაინი როგორც "ვეონის" წევრი გამოირჩევა თავისი დაბალი სატარიფო გეგმებითა და ყველასათვის ხელმისაწვდომი, როგორც სახმელეთო ისევე საჰაერო კავშირგაბმულობით, ამასთანავე რაც მთავარია ეს ყველაფერი მისაღებია მომხმარებლისთვის ბიუჯეტის მინიმალური დანახარჯით.