საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და ავსტრალიის წამყვანი ენტომოლოგები იმყოფებიან. საერთაშორისო სამეცნიერო მისიის წევრები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებსა და საქართველოს გამოცდილებას გაეცნენ. მისიის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით საქართველომ შექმნა ფაროსანასთან ბრძოლის უნიკალური, ინტეგრირებული სისტემა და უმოკლეს ვადაში შეძლო გამკლავებოდა პრობლემას. მათივე შეფასებით, მსოფლიომ უნდა შეიმუშავოს მავნებელთან ბრძოლის ის მიდგომები, რაც საქართველოში ჩატარდა.
საერთაშორისო კონფერენცია წელს მეორედ ტარდება. სპეციალისტები 24 აგვისტოს ესტუმრნენ საქართველოს და 30 აგვისტომდე დარჩებიან. უცხოელი სპეციალისტები მავნებელთან დაკავშირებულ გამოწვევებს დასავლეთ საქართველოში, ადგილზე პირადად ფერმერებისგან გაეცნენ.