12:19
3 დეკემბერი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ბილ კლინტონი ჰოსპიტალიზებულია
15-10-2021

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტს, ბილ კლინტონს საავადმყოფოში მკურნალობა უტარდება.

მედიის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტი კალიფორნიის „ირვინის სამედიცინო ცენტრში“ სამშაბათს გადაიყვანეს. მას სისხლის ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც, ექიმების აზრით, საშარდე გზების ინფექციამ გამოიწვია. ბილ კლინტონის პრესსპიკერის, ანგელ ურენას ინფორმაციით, 75 წლის ექსპრეზიდენტი თავს უკვე კარგად გრძნობს.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, კარგ განწყობაზეა და წარმოუდგენლად მადლიერია ექიმების, ექთნების და პერსონალის,” - წერს ურენა „ტვიტერში“.

კლინტონის ექიმები აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი კარგად რეაგირებს ანტიბიოტიკებზე და ორდღიანი მკურნალობის შემდეგ მისი სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობამ შემცირება დაიწყო. ექიმების განმარტებით, ყოფილი პრეზიდენტი „რჩება საავადმყოფოში უწყვეტი მონიტორინგისთვის”.

AutoPlay
სამ პირს, რომლებიც საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს, პატიმრობა შეეფარდათ
გამოქვეყნდა 7 წუთის წინ
ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უკვე გაიხსნა
გამოქვეყნდა 8 წუთის წინ
მიხეილ სააკაშვილის უკრიანისთვის გადაცემა იმ მოტვით, რომ ის აქ წამებას დაექვემდებარა, იქნება მესამე პრეზიდენტის და მისი გუნდის ახალი მოთხოვნა - მერაბ მეტრეველი
გამოქვეყნდა 22 წუთის წინ
საკონსტიტუციო ცვლილებები კვლავ დიდი განხილვის საგანია
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
67 გარდაცვლილი და კორონავირუსის 4 100 ახალი შემთხვევა - 3 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა საქართველოში
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ბელარუსის საგარეო უწყება - დაწესებული სანქციების საპასუხოდ მკაცრ, თუმცა ადეკვატურ ზომებს მივიღებ
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები