00:18
27 ოქტომბერი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ბილ გეითსის საინვესტიციო ფონდმა Four Seasons-ის აქციების პაკეტი 2,2 მლრდ დოლარად შეიძინა
10-09-2021

კომპანიამ Cascade Investment-მა, რომელიც მილიარდერ ბილ გეითსს ეკუთვნის, სასტუმროების ქსელში Four Seasons-ში საკუთარი წილი 47,5%-დან 71,25%-მდე გაზარდა. როგორც The Wall Street Journal-ი წერს, გარიგების ღირებულებამ 2 მილიარდ 210 მილიონი დოლარი შეადგინა.

გამოცემის მონაცემებით, საინვესტიციო ფონდმა აქციების 23,75% საუდის არაბეთის კომპანია Kingdom Holding-სგან იყიდა. როგორც გამოცემა წერს, შეთანხმების დახურვა 2022 წლის იანვარშია დაგეგმილი.

Four Seasons-ი კანადელმა ბიზნესმენმა ისადორ შარპომმა 1960 წელს დააარსა. მას ახლა ამ კომპანიის აქციების 5% ეკუთვნის. კომპანიის განკარგულებაში ამ დროისთვის 120 სასტუმრო და 46 უძრავი ქონების ობიექტია მსოფლიოს 47 ქვეყანაში.

 

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები