ამერიკელი მილიარდერის ბილ გეითსის ქონებამ 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. როგორც ჟურნალი Forbes-ი წერს, ეს მის მიერ დაფუძნებული კომპანია Microsoft-ის აქციებზე ფასის ზრდის ფონზე მოხდა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გეითსის გონებამ 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. პირველად მილაირდერის კაპიტალმა 12 ნიშნა მაჩვენებელს 1999 წელს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ Forbes-ის მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიას კვლავ Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ლიდერობს, რომლის ქონება 153 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ბილ გეითსი 1955 წელს სიეტლში დაიბადა. მოზარდობის პერიოდში ის პროგრამირებით დაინტერესდა და 13 წლის ასაკში მისი პირველი პროგრამა თამაში „ჯვარები და ნულები“ შექმნა. 1975 წელს კი მეგობარ პოლ ალენთან ერთად კომპანია Microsoft-ი შექმნა, ხოლო 31 წლის ასაკში მილიარდერი გახდა.