საინვესტიციო ჯგუფის BGEO Group PLC -ს გაყოფის შედეგად, მიღებული ერთ-ერთი კომპანია „საქართველოს კაპიტალი“ და „თბილისის მწვანე სკოლა“ გაერთიანდნენ.
კონკურენციის სააგენტომ მათ შორის დაგეგმილი კონცენტრაცია განიხილა და მიიჩნია, რომ შესაბამისი ბაზარი, რომელზეც შერწყმა ხორციელდება, დაბალკონცენტრირებულია, ხოლო კონცენტრაციის შედეგად აღნიშნული მაჩვენებელი პრაქტიკულად არ იცვლება.
შესაბამისად სააგენტოს მიაჩნია, რომ „საქართველოს კაპიტალის“ მიერ „თბილისის მწვანე სკოლის“ წილის შეძენით განსახორციელებელი კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.