საინვესტიციო ჯგუფის BGEO Group PLC -ს გაყოფის შედეგად, მიღებული ერთ-ერთი კომპანია „საქართველოს კაპიტალი“ და „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი“ გაერთიანებას გეგმავენ.
კონკურენციის სააგენტომ მათ შორის დაგეგმილი კონცენტრაცია უკვე განიხილა და და მიიჩნია, რომ შესაბამისი ბაზარი, რომელზეც შერწყმა ხორციელდება, დაბალკონცენტრირებულია, ხოლო კონცენტრაციის შედეგად აღნიშნული მაჩვენებელი არსებითად არ იცვლება.შესაბამისად, სააგენტომ მიიჩნია, რომ „საქართველოს კაპიტალის“ მიერ „ბაქსვუდის“ წილის შეძენით განსახორციელებელი კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.