საინვესტიციო ჯგუფის BGEO-ს გაყოფის შედეგად, მიღებული ერთ-ერთი კომპანია „საქართველოს კაპიტალი“ ავტობიზნესსა და განათლების სექტორში შედის. კერძოდ, საუბარია „საქართველოს კაპიტალისა“ და ერთის მხრივ შპს (შეპესე) „მოტორსტარის“ (ამბოლი) და მეორეს მხრივ, „საქართველოს კაპიტალისა“ და „ბრიტანულ-ქართულ აკადემიისა“ და „თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის“ კონცენტრაციაზე.
აღნიშნულ კომპანიათა გაერთიანების საკითხი, კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა და დაადგინა, რომ ამ ტიპის კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადი და მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით დასაშვებია. ამასთან, კონკურენციის სააგენტოს ცნობით, „მოტორსტარსთან“ კონცენტრაციის შესახებ განცხადება უწყებაში 14 მაისს, ხოლო „ბრიტანულ-ქართულ აკადემიასა“ და „თბილისის ბრიტანულ საერთაშორისო სკოლასთან“ კონცენტრაციის თაობაზე - 4 ივნისს შევიდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საინვესტიციო ჯგუფი BGEO Group-ი გაიყო და ფუნქციონირება ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით განაგრძო. ერთი კომპანია - „საქართველოს ბანკის ჯგუფი“ - საბანკო, ხოლო მეორე „საქართველოს კაპიტალი“ - საინვესტიციო ბიზნესის მიმართულებით იმუშავებს.