რუსთავში ბიძის მიერ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ფსიქიკური პრევენციის ცენტრის ექიმი დააკავეს. მას ბრალად სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება ედება. რუსთავში ბიძამ 13 წლის ბიჭი 10 თებერვალს მოკლა. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 თებერვალს, მკვლელობაში ბრალდებულმა და მისმა ნათესავებმა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს სამედიცინო დახმარებისთვის მიმართეს და დაკავებულ ექიმს ფსიქიატრიული გამოკვლევა და სტაციონარში მოთავსება სთხოვეს, თუმცა ექიმმა არ გაუწია შესაბამისი დახმარება.