სკოლა უნდა გაიხსნას პირველი და უნდა დაიხუროს ბოლო - სკოლა და სასწავლო პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რეგულაციები არსებობდა არდადეგებამდეც და ამ რეგულაციებით უნდა გაგრძელდეს სასწავლო პროცესი. ბავშვები უნდა დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
კულუმბეგოვის განცხადებით, ბავშვებმა, რომლებიც არ არიან აცრილები და პარალელურად აქვთ ქრონიკული დაავადებები, სასურველია სწავლა ონლაინ რეჟიმში გააგრძელონ. მისივე თქმით, ონლაინსწავლება უნდა გააგრძელოს მრავალსულიან ოჯახში მცხოვრებმა ბავშვმაც.