"ბიძინა ივანიშვილო რატომ გადაგვწვით", "არ შეგარჩენთ, დაისჯებით" - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ე.წ. "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულებმა საპროტესო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ზარალის სრულად ანაზღაურებას და ხანძრის გაჩენის მიზეზების დადგენას ითხოვენ. მათი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესები ჭიანურდება. აქციის მონაწილეების აცხადებენ, რომ იქამდე სანამ საქმე ბოლომდე არ იქნება გამოძიებული ისინი საპროტესტო აქციებს პერმანენტულად გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, სავაჭრო ცენტრი "ბავშვთა სამყარო" ხანძრის შედეგად 2017 წლის იანვარში დაიწვა.