Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რამდენიმე დღეში 120 მილიონი დოლარი დაკარგა. კერძოდ, 2018 წლის 7 თებერვლის მონაცემებით, მისი ქონება 5 მილიარდ 800 მილიონი დოლარია მაშინ როცა, 30 იანვრის მდგომარეობით მისი ქონება 5 მილიარდ 920 მილიონ დოლარს შეადგენდა.
ცნობისთვის, მილიარდერების ინდექსის თანახმად, 2013 წლის 25 აგვისტოს მონაცემებით, მისი ქონება 6 მილიარდ 400 მილიონი ამერიკული დოლარი იყო.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარდა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმაც იზარალეს. კერძოდ, Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, ამერიკის სავაჭრო ინდექსის ვარდნის გამო მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა საერთო ჯამში, 114 მილიარდი დოლარი დაკარგა.