ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, "რესპუბლიკურ პარტიას" გამოკითხვებით 1%-იანი მხარდაჭერაც კი არ აქვს. როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, საზოგადოება "რესპუბლიკურ პარტიას" ძალიან სწორად აფასებს. მისივე თქმით, პარტიას გარკვეული დადებითი თვისებებიც აქვს - ის ერთადერთია პარტიებიდან, რომელიც მის დახმარებას არ საჭიროებს.