ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს, თუმცა ვფიქრობ, საღი აზრი აჯობებს და მივიღებთ მრავალპარტიულ წარმოამდგენლობით პარლამენტს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების მეორე ტურზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ივანიშვილი აცახდებს, დემოკრატიულმა საზოგადოებამ აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდა. ამასთან, კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა, ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“.