დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატs შოთა გეწაძეს დაუსვა კითხვა, მისი აზრით, სამართლებრივად გამართული და კანონიერი იყო თუ არა მისი გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის და მისი მეუღლის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. ბერაიამ გეწაძეს სთხოვა, ეპასუხა "კი" ან "არა". გეწაძის თქმით მოსარჩელე ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მაშინდელი კანონმდებლობით კანონიერი იყო.