ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრში ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" წევრების შეხვედრა დასრულდა. ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში მმართველი გუნდის წევრებსა და ივანიშვილს შორის შეხვედრა თითქმის 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრაზე იმყოფებოდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. ასევე, შეხვედრას ესწრებოდა ლაშა ნაცვლიშვილიც, რომელიც პარტიას პიარკონსულტაციას უწევს. ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციებს გადიოდა რეჟისორი გოგა ხაინდრავაც. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი მიმდინარე საკითხებს შეეხო.