ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან სანაგვე ურნა მიიტანეს. მათი თქმით, ისინი შუშის კარზე ვერ მოახერხებენ ბოქლომის დაკიდებას და ამიტომ, სანაგვე ურნაზე უნდა დაკიდონ. აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველები მათ ურნის ჭიშკრამდე მიტანის საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, “ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გადააგდონ”.