ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის დროს მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა. ახლაგაზრდული მოძრაობა "გაბედეს" წევრებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც "გაბედეს" წევრები შეეცადნენ "ქართული ოცნების" ხელმძღვანელის სახლთან ნაგვის ურნა დაედგათ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახა ბუხრაძემ განაცხადა, აქციის მონაწილეებს აქციის გამართვის უფლება აქვთ, თუმცა შსს მოუწოდებს მათ, რომ არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.