პარტია "ქართული ოცნების" სათაო ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომას პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. შეხვედრა 16.00 საათზე დაიწყება.შეხვედრაზე, სავარაუდოდ, პარტიაში შექმნილ ვითარებაზე და უმრავლესობიდან ცალკეული დეპუტატების გასვლის საკითხზე იმსჯელებენ.