ბათუმში "ქართული ოცნების" რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრა მიმდინარეობს. სასტუმრო „ჰილტონში“ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და სხვა წევრები იმყოფებიან. პარტიის წევრებმა უკვე აირჩიეს "ქართული ოცნების" რეგიონული ხელმძღვანელი. ამ პოსტს აჭარის მტავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე დაიკავებს.
შეხვედრა ჰილტონში დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით მსჯელობა გაიმართება პარტიის ორგანიზაციულ სტრუქტურულ ცვლილებებზეც.
როგორც პარტიის პრესსამსახურში განაცხადეს, პოლიტსაბჭოს წევრები და ბიძინა ივანიშვილიშეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ კომენტარს.