ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს საკანონმდებლო ორგანოში შეფასებები უკვე მოყვა. "ეს იყო შეშინებული კაცის დარდები, რომელიც გრძნობს ძალაუფლების დაკარგვის მოახლოებას" - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ. ინტერვიუს უშუალოდ ის დეპუტატებიც ეხმაურებიან, რომლებზეც ქართული ოცნების თავმჯდომარემ ისაუბრა. ეკა ბესელიას თქმით უკვე ყოფილი ლიდერის კრიტიკა მისმა დაუმორჩილებლობამ გამოიწვია. ამ მოსაზრებას იზიარებს ბესელიას თანაგუნდელი ლევან გოგიჩაიშვილიც. მისი შეფასებით ივანიშვილმა თავად დაადასტურა, რომ სწორედ მისი დამსახურებაა, სასამართლო სისტემაში მოძალადე მოსამართლეების ყოფნა.