ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან “ევროპული საქართველოს” შემაჯამებელი ავტომარში სახელწოდებით “დაუპიპინე ბიძინას” გაიმართა. პარტიის ლიდერებსა და მხარდამჭერებს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ავტოკოლონები შეუერთდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავებიც.
პარტიის ლიდერების განცხადებით, დღევანდელი აქცია საქართველოში არსებული რეჟიმის მიმართ პროტესტია.“ევროპული საქართველოს” ავტომარში “დაუპიპინე ბიძინას” დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში გაიმართა.