"უნდა გვახსოვდეს, რომ "ეშმაკი ყოფს" და განხეთქილებისკენ გვიბიძგებს!... წარსულში მიბრუნება დღეს სრულიად წარმოუდგენელია", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ღია წერილში საუბრობს. მისივე თქმით, ქვეყნის სტაბილურ წინსვლას რეალისტური და მკაფიო ამოცანები, მოთმინება და თანმიმდევრულობა სჭირდება, ვინაიდან წინსვლა არ არის მყისიერი პროცესი და ის ითხოვს ხანგრძლივ სამოქალაქო მშვიდობას. "ოცნების" ხელისუფლებას უყენებენ პრეტენზიას იმ სოციალურ-ეკონომიკური კოლაფსისთვის, რომელშიც ქვეყანა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აღმოჩნდა. ნიშანდობლივია, რომ ყველაზე ხმამაღლა იმ ხალხის პრეტენზია ისმის, ვინც იმ წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რომ ეს კოლაფსი დამდგარიყო.ქვეყნის სტაბილურ წინსვლას რეალისტური და მკაფიო ამოცანები, მოთმინება და თანმიმდევრულობა სჭირდება. წინსვლა არ არის მყისიერი პროცესი. ის ითხოვს ხანგრძლივ სამოქალაქო მშვიდობას, რომელიც არ მიიღწევა ბარიკადების პირობებში" - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის წერილში, რომელიც მან 9 აპრილის 30 წლისთავს მიუძღვნა.