ბიძინა ივანიშვილი შეცდომას შეცდომაზე უშვებს და მე ეს ძალიან მიხარია, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსს“ განუცხადა.მისივე თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილს ტოტალური გაყალბებით და დაშინებით გახდის პრეზიდენტად, ეს ნიშნავს, რომ მოხდება შეკუმშული ზამბარის ძალიან მძიმედ გაწყვეტა და ბიძინა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების ადგილი არ იქნება.