რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილს თავისი გავლენები აქვს, მის მიმართ ქართველი ხალხისა და საზოგადოების დამოკიდებულებას მას ვერავინ წაართმევს. რა თქმა უნდა, მას აქვს გავლენები როგორც ქვეყანაში, ისევე ზოგადად პოლიტიკაში,- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რჩება თუ არა ბიძინა ივანიშვილის წასვლის მიუხედავად, მისი გავლენა პარტიაში.
კახა კალაძეს შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში განმსაზღვრელი იყო, როგორც კალაძემ აღნიშნა, ეს იყო ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში დამყარებული დიქტატურის პირობებში პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების გაერთიანება შეძლო.