"საკმაოდ კულტურულად ჩატარდა არჩევნები და შეიძლება ითქვას, რომ ტიპიური ევროპული არჩევნები იყო, რაშიც წვლილი აქვს ორივე მხარეს", - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, "ქართული ოცნების" კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილტან ერთად მივიდა.