ბიძინა ივანიშვილი - მე მზად ვარ, დაინტერესებულ ბიზნესმენს "პანორამა თბილისის" პროექტი ნებისმიერ ეტაპზე გადავცე - Palitra News

ბიძინა ივანიშვილი - მე მზად ვარ, დაინტერესებულ ბიზნესმენს "პანორამა თბილისის" პროექტი ნებისმიერ ეტაპზე გადავცე

2019-11-04 16:03:11+04:00

მე მზად ვარ, ნებისმიერ ეტაპზე გადავცე დაინტერესებულ ბიზნესმენს პროექტი, - ეს განცხადება "პანორამა" თბილისთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" თავჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. მისივე თქმთი, ივანიშვილი მზად არის, მყიდველს 30%-იანი ფასდაკლებაც შესთავაზოს. ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, პანორამას მესამე სასტუმრო თაბორის გორაზე განთავსდება, სადაც გოლფის მოედნები გაკეთდება და ეს სასტუმროც მაღალი შემოსავლების სტუმრებზე იქნება გათვლილი.

ივანიშვილის განცხადებით, პროექტით სასტუმროში განთავსდება უნიკალური აკვარიუმი, რაც ასევე დამატებით ხიბლს შესძენს მას.