მე ძალიან მოხიბლული ვარ ძველი ქართული აქცენტით, რომელიც ქალბატონ სალომეს ახლავს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი სამშობლოში დაბრუნების და ევროპულობის სიმბოლოა. როგორც მანვე აღნიშნა, გასაკიცხია ყველა, ვისაც ზურაბიშვილის ქართველობაში ეჭვი შეაქვს. პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას, ივანიშვილმა თამარ მეფის ისტორიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ქართველების ქალბატონებისადმი დამოკიდებულებას კარგად გამოხატავს.