„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ 2020 წელს მმართველი პარტია პარლამენტში უმრავლესობით მოვიდეს, მიუხედავად იმისა, რომ მისივე თქმით, „პროპორციული არჩევნები თავის თავში დიდი ალბათობით გულისხმობს იმას, რომ ვერც ერთმა პარტიამ ვერ მიიღოს უმრავლესობა“.რაც შეეხება კოალიციური მთავრობის შესაძლო შექმნის შესახებ კითხვას, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ყველასთან ითანამშრომლებს, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.