ბიძინა ივანიშვილი გედევან ფოფხაძეს "ქართული ოცნებიდან" წასვლა-დარჩენის საკითხზე სამ ვარიანტს სთავაზობს. პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის წევრ გედევან ფოფხაძეს შესთავაზა, რომ თუკი მას მმართველი გუნდიდან გარიცხვის ფორმით წასვლა სურს, გარიცხავენ. გედევან ფოფხაძემ აღნიშნულის დადასტურებისგან თავი შეიკავა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის უმრავლესობის შეხვედრის დეტალებზე დღეს არ ისაუბრებს.გედევან ფოფხაძემ მმართველი გუნდიდან წასვლის თაობაზე განცხადება რამდენჯერმე გააკეთა.