გახარიამ და შს სამინისტრომ, მადლობა ღმერთს, რომ ღირსეულად მოახერხა და მოძალადეებისგან, მეამბოხებისგან, დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი და ახალ უბედურებაში არ შეიყვანა ქვეყანა, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და თუ ცალკეულმა პოლიციელებმა პროპორციული ძალა არ გამოიყენეს, ისინი სამართლის წინაშე აგებენ პასუხს. მისივე შეფასებით გახარიას გადადგომა არსებულ მოცემულობაში ღალატის ტოლფასია