პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს ხვდება. შეხვედრა პარტიის ოფისში მიმდინარეობს. აღნიშნული ინფორმაცია "პალიტრანიუსს" "ქართული ოცნების" პრესსამსახურში დაუდასტურეს.
შეხვედრის მთავარი თემა სავარაუდოდ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია. შეხვედრამდე არც ელჩებს არც ქართული ოცნების წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.