ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს მედიის კითხვებს უპასუხებს. როგორც ქართულ ოცნებაში განაცხადეს ბიძინა ივანიშვილი 22.00 საათზე ინტერვიუს სამი არხის - „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „ტვ პირველის“ პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს მისცემს. ამასთან ცნობილია მიწვეული ჟურნალისტების ვინაობაც - იმედი ირაკლი ჩიხლაძე, რუსთავი 2 გიორგი გაბუნია და ტვ პირველი ინგა გრიგოლია. გაბუნიამ და გრიგილოამ ექს პრემიერის მიწვევაზე უარი განაცხადეს, რადგან აღნიშნულ დროს ეთერში საკუთარი თოქ შოუები აქვთ. უკვე სახელდება ის ორი ჟურნალისტიც, ვინც პრესკონფერენციაზე გრიგოლიას და გაბუნიას ჩაანაცვლებს ესენი დიანა ტრაპაიძე და ეკა კვესიტაძე არიან.