ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას წინა ხელისუფლებაზეც ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით ქვეყანას ყოფილია ისეთი ხელისუფლებაც, რომელმაც თავისი უგუნურობით ისიც კი ვერ მოახერხა, რომ ქვეყანისთვის აეცილებინა კრიზისი, რაც სავსებით შესაძლებელი იყო და არათუ დაიცვა მოსახლეობა განსაცდელისაგან, არამედ ბედის ანაბარა მიატოვა ხალხი. მისივე თქმით, ეს პოლიტიკოსები არათუ ბრძოლის ველიდან, არამედ ქვეყნიდანაც გარბოდნენ.
როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, ახლა წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მთავარი მიზანი ძალაუფლების ხელში ჩაგდება და რევანშია.