არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიუსამძიმრა. ბიძინა ივანიშვილი წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მივიდა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.არჩილ ტატუნაშვილს დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. დაკრძალვის ცერემონიას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან.შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.
იხილეთ:
არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს