„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს. როგორც ივანიშვილი აცხადებს, მისი დაფუძნებული პარტია ღირსეული გუნდია და ქართველი ამომრჩეველი არ შემცდარა, როცა ღირსეულ ხალხს დაუჭირა მხარი.
ბიძინა ივანიშვილი მადლობას საკუთარ პარტიას და მის ლიდერებსაც უხდის და აღნიშნავს, რომ „ხაზგასასმელია, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, მესამედ იმარჯვებს არჩევნებში“.