პარლამენტის წევრი, "ქართული ოცნების" დეპუტატი ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის გამოკითხვას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მანამდე სუს-ში განაცხადეს, რომ ბიძინა გეგიძის გამოკითხვაზე დაბარება მის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. ამასთან უწყებაში აღნიშნეს, რომ დეპუტატი გამოკითხვაზე 19 აგვისტოს 11 საათზე უნდა მისულიყო, თუმცა დათქმულ დროს არ გამოცხადდა.