საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბიძინა გეგიძემ ჟურნალისტების დასმულ კითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ მას უმრავლესობიდან გარიცხავენ განაცხადა, რომ უმრავლესობის სხდომაზე მსჯელობა ყველაფერზე შეიძლება. ბიძინა გეგიძის თქმით, მას განსხვავებული აზრი რეგრესად არ მიაჩნია და აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი. შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, რომელმაც ნიკა მელიასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ბიძინა გეგიძეა.