კომპანია "ბიბლუსი" საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის, 9 თებერვალს გავრცელებული ვიდეომიმართვის ავტორებს სასამართლოში უჩივის და მათ მიერ გავრცელებული მცდარი ფაქტების უარყოფას ითხოვს. შესაბამისი სარჩელით "ბიბლუსმა" თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა. საუბარია იმ დროისთვის 4 მოქმედ და 2 ყოფილ თანამშრომელზე, რომლებმაც სოციალური ქსელით 9 თებერვალს ვიდეომიმართვა გაავრცელეს და კომპანიის მიმართ სხვადასხვა ბრალდება გააჟღერეს.
როგორც "ბიბლუსის" იურისტმა ანა სამსონიამ განაცხადა, კომპანია ვიდეომიმართვის ავტორებისგან მოითხოვს გავრცელებული მცდარი ფაქტების უარყოფას სოციალური ქსელით და იმავე მედიასაშუალებებით, სადაც ვიდეომიმართვა გავრცელდა.
იხილეთ: "ბიბლუსი გალერეაში" წუხელ "აუდიტორია 115"-ის წევრები შეიჭრნენ და სამუშაო პროცესი შეაჩერეს