"ბიბლუსი გალერეაში", სადაც სამი ბესტსელერი - ელიფ შაფაქის "სიყვარულის 40 წესი", დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა" და დენიელ კიზის "ყვავილები ელჯერონისთვის", უპრეცედენტო ფასად იყიდებოდა, ხალხმრავლობა იყო. აქციის ფარგლებში აღნიშნული წიგნების შეძენა მხოლოდ 3-ლარად იყო შესაძლებელი. აქციის დაწყებისთანავე, კანდელაკის ქ.7-ში, "ბიბლუსი გალერეასთან" მკითხველების რიგი იდგა. ახალ ფილიალში გრანდიუზული გათამაშებაც მოეწყო, სადაც სხვადასხვა პრიზებთან ერთად ბიბლუსის მაღაზიის 500 ლარიანი ვაუჩერი გათამაშდა.