„ბიბლუსი გალერეაში“ წიგნის ჩუქების დღისადმი მიძღვნილი შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს ერთ კონკრეტულ წიგნებზე, რომელიც მას აჩუქეს და რომელმაც მის ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. მათ ასევე გაიხსენეს წიგნის ჩუქების ისტორია და გაუზიარეს დამსწრეებს. ღონისძიების სტუმრები იყვნენ ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, მწერალი გიორგი კეკელიძე, ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე, ჟურნალისტი გოდერძი შარაშია და მწერალი სოსო მეშველიანი. 23 აპრილის წიგნის ჩუქების დღედ დაწესების ინიციატივა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის და წიგნის საერთაშორისო დღეს უკავშირდება. 23 აპრილი, მსოფლიო წიგნის და საავტორო უფლებების დაცვის დღედ კი, იუნესკოს გადაწყვეტილებით, 1996 წლიდან აღინიშნება.