"ბიბლუსი გალერეაში" რობერტ გელბრეითის წიგნის - "გუგულის ძახილის" პრეზენტაცია გაიმართა. "გუგულის ძახილი" გამომცემლობა "პალიტრა L"–ის სერია "ტოპ თრილერის" ფარგლებში გამოიცა. წიგნის შესახებ მწერალმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ და ბლოგერმა მიხეილ სამხარაძემ ისაუბრეს. რობერტ გელბრეითი ჰარი პოტერის ავტორის, ჯოან როულინგის ფსევდონიმია. ამ სახელით მან თავი თრილერის, 21–ე საუკუნის ყველაზე პოპულარულ და გაყიდვადი ჟანრის მიმართულებით სცადა. რობერტ გელბრეითის წიგნის მიხედვით BBC-ს უკვე დაწყებული აქვს ფილმზე მუშაობა.