თბილისის ბიბლიოთეკების ხელმძღვანელები თბილისის მერიაში დედაქალაქის მერის მოადგილეს შეხვდნენ. ბიბლიოთეკარები აცხადებენ, რომ მერია ბიბლიოთეკების დახურვას აპირებს, რის გამოც თანამშრომლები უმუშევრები დარჩებიან. დედაქალაქის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია, კი ამბობს, რომ ბიბლიოთეკების შენობების უმეტესობა მძიმე მდგომარეობაშია. ხუნწარიას განცხადებით, მერია ბიბლიოთეკების მოდერნიზაციას და თანამშრომლების გადამზადებას აპირებს. დედაქალაქის მერთან შეხვედრის შემდეგ ბიბლიოთეკარებმა საკრებულოში გადაინაცვლეს, სადაც საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს შეხვდებიან.