ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის საკითხი „ძალიან პოლიტიზირებულია“. ამის შესახებ ანატოლი ბიბილოვმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას განაცხადა. „ჩვენ კარგად გვესმის, რომ სამედიცინო ექსპერტიზა ევროპაში და ამერიკაში მიღებულია. საშუალება უნდა მოგვცეთ ყველაფერი კანონის გზით გავაკეთოთ. იგივე საქართველოში - ექსპერტიზას სულ მცირე ერთი თვე სჭირდება“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.