ბევრმა ჩვენზე ძლიერმა სახელმწიფომ ვერ შეძლო მოსახლეობისთვის გაეწია სტაციონარული მკურნალობა, ინფიცირებულ ადამიანებს ეუბნებოდნენ დარჩენილიყვნენ სახლში - გიორგი გახარია - Palitra News
საქართველოში არ ყოფილა არცერთი ადამიანი, რომელიც იყო კოვიდინფიცირებული, ან არსებობდა ეჭვი და არ მიუღია სტაციონარული მკურნალობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.პრემიერის აზრით, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ მთავრობა ყველა ნაბიჯს ათანხმებდა სპეციალისტებთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეპიდემიოლოგებთან. ასევე მნიშვნელოვანი იყო ჯანდაცვის სამინისტროში შემუშავებული გეგმა, რომლითაც კოვიდთან ბრძოლაში კლინიკები ეტაპობრივად ერთვებოდნენ.