ერთერთი მიზეზი, რის გამოც ზღვის პროდუქტებზე უარს ამბობენ, ის არის, რომ მისი გამოყენება და მისგან კერძების მომზადება არ იციან.
მიდიებიდან გასწავლით მარტივი კერძის მომზადებას. ეს კერძი შეგიძლიათ უნაჭუჭო მიდიებითაც მოამზადოტ, თუმცა ნაჭუჭიანი უფრო ეფექტურად გამოიყურება. პირველ რიგში კარგად გარეცხეთ მიდიები, პარალელურად მდურარე წყალშიჩააწყვეთ პომიდორი, რომ შემდგომ მას მარტივად მოაძროთ კანი, გარჩეული პომიდორი დაჭერით, ასევე დაჭერით ხახვი, პატარა კუბიკებად და მოათავსეთ ის გახურებულ, კარაქიან ქვაბში. სანამ ხახვი ითუშება დაჭერით რამდენიმე კბილი ნიორი ძალიან წვილად და დაამატეთ ქვაბში. მას შემდეგ, რაც ხახვი ფერს შეიცცვლის, დაამატეთ პომიდვრის ნაჭრები, დაუმატეთ მარილიც და თუშეთ იქამდე, სანამ პომიდორი ფერს არ შეიცვლის. კერძისთვის განსაკუთრებული გემოს შესაძენად აუცილებელია ნახევარი ჭიქა თეთრი, მშრალი ღვინის დამატება. სოუსს დაუმატეთ ახლადდაფქული შავი წიწაკაც. ასევე დაუმატეთ მას წვრილად დაჭრილი ოხრახუშიც, ამის შემდეგ კი მოათავსეთ სოუსში მიდიები, თუ კერძს ნაჭუჭიანი მიდიებით ამზადებთ კაგად ამოურიეთ და დაახურეთ თავზე იქამდე, სანამ ნაჭუჭები არ გაიხსნება, კერძი მხად არის მაშინ, როცა ყველა ნიჟარა გახსნილია.
ასევე ძალიან გემრიელი და მარტივია კრევეტებისგან კერძის მომზადება, რომლისთვისაც დაახლოებით 7-8 კბილი ნიორი დაგჭირდებათ, გაარჩიეთ ნიორი და დაჭერით წვრილად, პარალელურად გაახურეთ ტაფა და დაასხით ზეითუნის, ან მზესუმზირის რაფინირებული ზეთი და ასევე ნაღების კარაქიც, მას შემდეგ, რაც ცხიმი გადნება დააყარეთ დაჭრილი ნიორი და დაელოდეთ, სანამ ფერის შეცვლას არ დაიწყებს. ამის შემდეგ კი უკვე შეგიძლიათ ტაფაზე მოათავსოთ კრევეტებიც, მოაყაროთ მარილი და შეწვათ ორივე მხრიდან. შემწვარი კრევეტები ამოალაგეთ ტაფიდან, ტაფაზე დარჩენილ ცხიმიან ნიორს დაასხით დაახლოებიტ ნახევარი ჭიქა მშრალი ღვინო, დაახეხეთ ნახევარი ლიმონის ცედრა, ადუღეთ სოუსი 2 წუთის განმავლობაში და დაამატეთ მას ერთი ჭიქა ნაჭები, მოურიეთ და დაელოდეთ სოუსის შესქელებას, ამის სემდეგ კი დაუმატეთ გახეხილი ყველი, აუცილებელია, რომ ყველი ისეთი სახეობის იყოს, რომელიც მარტივად დნება. სანამ სოუსი 3-4 წუთის განმავლობასი დუღს, დაჭერიღ ოხრახუში წვრილად. ცხელ, ახლადმოხარშულ მაკარონს მოასხით სოუსი, ამოურიეთ და ამოიღეთ თეფშზე, დააწყვეთ ზემოდან კრევეტები, დაუმატეთ სოუსი და მოაყარეთ ოხრახუში.
იმედია გამოგადგებათ ჩვენი რეცეპტები და თქვენი რაციონი ზღვის პროდუქტებით გამდიდრდება, რადგან ისინი ამარაგებენ ორგანიზმს, ძალიან საჭირო და სასარგებლო ნივთიერებებითა და ვიტამინებით.