არამხოლოდ საქართველო, არამედ ბევრი წარმატებული ქვეყანა მხოლოდ საწოლფონდის გაზრდით და მხოლოდ სამედიცინო სფეროზე ზეწოლით ვერ ახდენს ინფექციასთან ეფექტურ ბრძოლას - ჯანდაცვის სფეროში პრევენციას გაცილებით უფრო დიდი წონა აქვს, ვიდრე დამდგარი შედეგის მკურნალობას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამოსავალი რამდენიმეა, თუმცა პირველი გამოსავალი პრევენციული ღონისძიებების გატარებაა.