მართალია, კვერნისებრთა ოჯახის მტაცებელ ძუძუმწოვარას, ბევრი მხოლოდ არაჩვეულებრივი ბეწვის წყალობით იცნობს, მაგრამ საოცრად გონიერი და მოხერხებული წავი, მრავალფეროვანი ტალანტითაც აღმოჩნდა დაჯილდოვებული, რადგან სწორედ უბადლო მოცურავის და მარჯვე მონადირის ნიჭის წყალობით ჩაიბარა, აზიის ქვეყნებში მეთევზის ფუნქცია და ნაკლული, დაავადებული თევზის მირთმევით უსასყიდლოდ გაუწია სამსახური თევზის მრეწველობას. ამასთანავე, ცხოველს, რომლის მოშინაურება საკმაოდ ადვილია, უნიკალური მეხსიერება აქვს, ძაღლის მსგავსად მუდმივად თან სდევს პატრონს და სიცოცხლის ბოლომდე ახსოვს მისი სახელი.